ფეხბურთი

23:05 | 10.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

დამსგორი ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდა

გენუის „სამპდორიასა“ და დანიის ნაკრების ნახევარმცველი მიკელ დამსგორი კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს.

22 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი „ბრენტფორდთან“ გააფორმა და ტრანსფერის ღირებულებამ 11 მილიონი ევრო შეადგინა.

მიკელ დამსგორი „სამპდორიაში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 49 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ნორდშიელანდის“ წევრი იყო. დანიელმა ფეხბურთელმა განსაკუთრებით თავი ევრო 2020-ზე გამოიჩინა, როდესაც დანიის ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110575