ფეხბურთი

10:52 | 9.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი დარწმუნებულია, რომ პოგბა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დარწმუნებულია პოლ პოგბა მალე მომჯობინდება და ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ. ცენტრალური ნახევარდაცვის ორი წამყვანი მოთამაშე პოგბა და კანტე, მათ დიდი გამოცდილება აქვთ და ლიდერები არიან. ამიტომ მუნდიალზე მათი ყოფნა აუცილებელია.

ცხადია, პოგბას ხშირად ვესაუბრები და დარწმუნებული ვარ მსოფლიო ჩემპიონატამდე გამოჯანმრთელებას მოახერხებს.“ - ციტირებს დეშამის სიტყვებს Marca.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103506