ფეხბურთი

21:00 | 8.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ალექსის სანჩესთან კონტრაქტი გაწყვიტა

მილანის „ინტერმა“ ალექსის სანჩესის კონტრაქტი გაუწყვიტა. ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

შესაბამისად, ახლა ჩილელი თავდამსხმელი თავისუფალი აგენტი გახდა და სხვა კლუბში გადასვლა უფასოდ შეუძლია. 33 წლის ფორვარდი „ინტერში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 109 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა. მანამდე ის „კოლო კოლოს“, „უდინეზეს“, „ბარსელონას“, „არსენალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის წევრი იყო.

სად გააგრძელებს კარიერას ვეტერანი ფეხბურთელი, ჯერჯერობით უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112501