ფეხბურთი

23:16 | 6.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მართლა დაიწყო

შაბათს პრემიერლიგა მართლა დაიწყო. თითქოს „ლივერპულს“ „ფულემთან“ არ უნდა გასჭირვებოდა მოგება, მაგრამ პირიქით მოხდა. ელიტაში დაბრუნებულმა ლონდონელებმა დიდი ბრძოლა გაუმართეს მრისხანე მეტოქეს. თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ. ოსტატურად იცავდნენ თავს და მაღალ პრესინგსაც არ ერიდებოდნენ. ორჯერ მიჰყავდათ ანგარიშში, თუმცა სტუმრებმა ორივეჯერ გაათანაბრეს.

დუბლი მიითვალა (სეზონის პირველი დუბლი) შარშანდელი ჩემპიონშიფის საუკეთესო ბომბარდირმა, ალეკსანდრ მიტროვიჩმა. 27 წლის სერბმა ჯერ საჯარიმოში ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდს აჯობა და ეფექტური თავურით გახსნა ანგარიში. შემდეგ კი თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი დაატრყა ზუსტად.

ლივერპულელელბი ტაიმის ბოლოსღა გამოცოცხლდნენ. თუმცა, მათ თამაშში ნამდვილი გარდატეხა მეორე ნახევარში შეცვლაზე შესულმა დებიუტანტმა, დარვინ ნუნიესმა შეიტანა. ურუგვაელმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ მო სალაჰს გაატანინა.

„ფულემისგან“ განსხვავებით, მეორე ახალწვეულმა, „ნოტინგემ ფორესტმა“ თავისი სადებიუტო მატჩი მოძლიერებულ „ნიუკასლთან“ 0:2 წააგო.

„ტოტენჰემი“ თავიდან შინ „საუთჰემპტონთან“ აგებდა, მაგრამ შემდეგ 4 ბურთი გაუტანა.

გვიან მატჩში კი „ჩელსიმ“ სტუმრად „ევერტონი“ 0:1 დაამარცხა. კალიდუ კულიბალიმ და რაჰიმ სტერლინგმა პირველად ითამაშეს „არისტოკრატთა“ რიგებში.

ინგლისი

პრემიერლიგა

პირველი ტური. 6 აგვისტო

ფულემი - ლივერპული 2:2

ლონდონი. „ქრეივენ კოტეჯი“

1:0 მიტროვიჩი 32, 1:1 ნუნიესი (64), 2:1 მიტროვიჩი (72 პენ), 2:2 სალაჰი (81)

ფულემი: როდაკი, რობინსონი, რიმი, ადარაბიოიო, ტეტე, რიდი, პალინია, კებანო (სოლომონი 66), დე კორდოვა-რიდი (დაფი 90+4), პერეირა (კერნი 89), მიტროვიჩი

მწვრთნელი: მარკუ სილვა

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო (მილნერი 59), ჰენდერსონი, ალკანტარა (ელიოტი 51), დიასი (კარვალიუ 78), სალაჰი, ფირმინო (ნუნიესი 51)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: ენდი მედლი

გაფრთხილება: ტეტე (17), დე კორდოვა-რიდი (90)

ევერტონი - ჩელსი 0:1

ლივერპული. „გუდისონ პარკი“

0:1 ჟორჟინიო (45+9 პენ)

ევერტონი: პიკფორდი, პატერსონი, ტარკოვსკი, მინა (ვინაგრე 70), გოდფრი (ჰოლგეითი 18), მიკოლენკო, დუკურე, გრეი, აივობი, მაკნილი (ალი 61), გორდონი

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

ჩელსი: მენდი, ასპილიკუეტა, ტიაგუ სილვა, კულიბალი (კუკურელია 75), ჯეიმსი, ჩილუელი (ლოფტუს-ჩიკი 65), კანტე, ჟორჟინიო (გალაჰერი 90+9), მაუნტი (პულიშიჩი 65), ჰავერცი (ბროია 75), სტერლინგი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: მინა (45+8), მიკოლენკო (80), ჰოლგეიტი (90+8); ჯეიმსი (56), კუკურელია (90+11)

ტოტენჰემი - საუთჰემპტონი 4:1

0:1 უორდ-პროუსი (12), 1:1 სესენონი (21), 2:1 დაიერი (31), 3:1 სალისუ (60 საკ. კრში), 4:1 კულუშევსკი (63)

ნიუკასლი - ნოტინგემ ფორესტი 2:0

1:0 შერი (58), 2:0 უილსონი (78)

ლიდსი - ვულვერჰემპტონი 2:1

0:1 პოდენსე (6), 1:1 როდრიგო (24), 2:1 აიტ-ნური (74 საკ. კარში)

ბორნმუთი - ასტონ ვილა 2:0

1:0 ლერმა (3), 2:0 მური (80)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111426