ფეხბურთი

22:03 | 6.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი "კრემონეზეში" გადავიდა

საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ გადავიდა. ინფორმაცია „ვოლფსბერგერის“ პრეზიდენტმა დიტმარ რიგლერმა ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც მან აღნიშნა, „ვერონაც“ იყო დაინტერესებული, მაგრამ 24 წლის ფეხბურთელმა არჩევანი კრემონელებზე შეაჩერა.

„ორი იტალიური კლუბი სერიოზულად იყო დაინტერესებული („ვერონა“ და „კრემონეზე“) და ფინანსურად ორივე შეთავაზება თითქმის ერთნაირი იყო და არჩევანის გაკეთება ლუკას მივანდეთ, მან კი „კრემონეზე“ აირჩია“, - თქვა რიგლერმა.

ლუკა ლოჩოშვილმა „ვოლფსბერგერში“ 2020 წლიდან 71 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო საქართველოს ნაკრებში ორჯერ აქვს ნათამაშები. „კრემონეზე“ სერია A-ში ახლახან დაბრუნდა, ბოლოს ელიტაში 1995-1996 წლების სეზონში თამაშობდა. სავარაუდოდ, ლოჩოშვილმა „კრემონეზე“ „ვერონას“ უფრო მეტი სათამაშო დროის გამო ამჯობინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111253