ფეხბურთი

20:38 | 6.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის „ჰალი“ „პრესტონს“ უგოლოდ დაუზავდა

ინგლისის ჩემპიონშიფში შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ მეორე ტურის მატჩი ჩაატარა სტუმრად „პრესტონ ნორთ ენდთან“ და მეტოქეს უგოლოდ დაშორდა - 0:0.

სტუმართაგან საუკეთესო, მეკარე მეტ ინგრემი გახლდათ, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში „ჰალმა“ შინ „ბრისტოლ სიტი“ 2:1 დაამარცხა.

ორი ტურის შემდეგ „ჰალი“ 4 ქულით გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილზეა, თუმცა წინ მდგომ სამ გუნდსაც ამდენივე ქულა აქვს. ლიდერი კი 6-ქულიანი „ბლექბერნია.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117581