ფეხბურთი

16:09 | 6.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" არნაუტოვიჩით დაინტერესდა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ სატრანსფერო ბაზარზე ახალ თავდამსხმელს ეძებს და იტალიური მედიის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკები“ „ბოლონიას“ თავდამსხმელ მარკო არნაუტოვიჩით დაინტერესედნენ.

ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია. ავსტრიელ ფორვარდს ტურინის „იუვენტუსსაც“ უკავშირებდნენ, მაგრამ იტალიურმა გუნდმა მისთვის ბრძოლაში უკან დაიხია.

არნაუტოვიჩმა გასულ სეზონში 33 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მას პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც „სტოკ სიტის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099686