ფეხბურთი

22:35 | 3.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და ეფექტური ეპიზოდები "ჟირონასთან" (+VIDEO)

„ნაპოლიმ“ მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური თამაში ჩაატარა და კასტელ დი სანგროში ესპანური „ჟირონა“ 3:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი გოლი გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში არ იყო, მაგრამ მოედანზე 24-ე წუთზე გამოჩნდა და ტრავმირებული მატეო პოლიტანო შეცვალა. კვარა ისევ გამორჩეული იყო თანაგუნდელთა შორის და მე-80 წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ქართველს გოლის გატანა მანამდეც შეეძლო, მაგალითად, 51-ე წუთზე, როცა ძალიან ტექნიკურად ითამაშა, მაგრამ შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი კარს მცირედით ააცილა. მატჩის მიწურულს, 92-ე წუთზე „ჟირონას“ ფეხბურთელმა ხვიჩას სახეში იდაყვი ჩაარტყა, ექიმების დახმარება დასჭირდა და შეცვალეს, თუმცა, სავარაუდოდ, დაზიანება სერიოზული არ იქნება.

შეგახსენებთ, მოსამზადებელ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელია 5 მატჩში 4 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა. „ნაპოლის“ მომდევნო სპარინგი 6 აგვისტოს, „ესპანიოლთან“ აქვს დაგეგმილი, ხოლო სეზონს 15 აგვისტოს, „ვერონასთან“ გასვლითი თამაშით დაიწყებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144401