ფეხბურთი

19:32 | 2.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

არჩილ ბერიძე: ოქრიაშვილთან არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ

მას შემდეგ, რაც თორნიკე ოქრიაშვილმა სამხრეთ კორეულ "ჯეონბუკ ჰიუნდაიში" სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და კლუბი დატოვა, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოქრიაშვილთან მოლაპარაკებებს ბათუმის "დინამო" აწარმოებდა.

ეს ინფორმაცია აჭარული კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ Matchday-სთან უარყო და თქვა, რომ ოქრიაშვილთან კლუბი არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

"აღნიშნულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ. ბათუმის "დინამოს" თორნიკე ოქრიაშვილთან მოლაპარაკებები არ ჰქონია და არც უახლოეს მომავალში აპირებს. " -აღნიშნა არჩილ ბერიძემ

მოგეხსენებათ, ბათუმის "დინამო", რომელიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, ევროტურნირებს გამოეთიშა და ეროვნული ლიგის დარჩენილი მატჩებისთვის ემზადება.

0.1116