ფეხბურთი

18:08 | 2.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

შემდეგი სეზონიდან LA LIGA-ს ახალი სპონსორი ეყოლება

ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საფეხბურთო ჩემპიონატს (LA LIGA) 2023/24 წლების სეზონიდან ახალი სპონსორი -EA SPORTS იქნება.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემები ავრცელებენ. როგორც ესპანური წყაროები წერენ, მხარეებს შორის 5 წლიანი კონტრაქტი გაფორმდება და EA SPORTS LA LIGA-ს ყოველწლიურად 30 მილიონ ევროს გადაუხდის.

შეგახსნებთ, ამჯერად ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის გენერალური სპონსორი BANCO-ა, რომლისთვისაც LA LIGA-ს სპონსორის რანგში წლევანდელი სეზონი ბოლო იქნება.

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11993