ფეხბურთი

11:24 | 2.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანჩესი „მარსელს“ შეუთანხმდა

„ინტერის“ ყოფილი თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი, „მარსელში“ გადავა - გვამცნობს Sky Sports.

წყაროს ცნობით, 33 წლის ჩილელმა უკვე შეათანხმა ფრანგულ კლუბთან კონტრაქტის პირობები.

გუშინ, 1 აგვისტოს, „ინტერმა“ სანჩესთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

გასულ სეზონში მილანური კლუბის მაისურით ჩილელმა 39 მატჩი ჩაატარა, 9 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132481