ფეხბურთი

22:56 | 1.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" ჯოვანი სიმეონეს გადაბირებით დაინტერესდა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ შესაძლოა „ვერონას“ თავდამსხმელი ჯოვანი სიმეონე დაიმატოს. იტალიური მედიის ცნობით, გერმანული კლუბი „ნაპოლისთან“ კონკურენციაში ჩაება არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერზე.

საქმე ისაა, რომ „დორტმუნდს“ სიმსივნის გამო სებასტიან ალე დიდი ხნით გამოაკლდა, შედეგად, სატრანსფერო ბაზარზე თავდამსხმელს აქტიურად ეძებს და ვარიანტებს შორის დიეგო სიმეონეს ვაჟიც მოხვდა.

ჯოვანის „დორტმუნდის“ გარდა, „ნაპოლიც“ ეპატიჟება და ვარაუდობენ, რომ ყველაფერი მიმდინარე კვირაში გაირკვევა.

სიმეონემ გასული სეზონი „ვერონაში“ გაატარა და 17 გოლი გაიტანა, მანამდე კი „კალიარის“, „ჯენოას“, „ფიორენტინას“, „ბანფილდისა“ და „რივერ პლეიტის“ რიგებში ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114207