ფეხბურთი

16:48 | 1.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სესკ ფაბრეგასი იტალიაში ითამაშებს

ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი კარიერას იტალიაში გააგრძელებს და ამიერიდან „კომოში“ ითამაშებს.

ფაბრეგასი „კომოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას სტადიონთან გულშემატკივრები დახვდნენ, რომელთაც ავტოგრაფები დაურიგა. სესკი „კომოში“ 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფაბრეგასმა „მონაკო“ დატოვა და თავისუფალი აგენტია. ესპანელი კარიერის განმავლობაში ლონდონის „არსენალში“, „ბარსელონასა“ და „ჩელსიში“ თამაშობდა, ესპანეთის ნაკრებში კი 110 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112027