ფეხბურთი

13:24 | 30.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

კომპანიმ სეზონი გამარჯვებით გახსნა. შოთა დღეს იწყებს

პარასკევს ინგლისურ ჩემპიონშიფში ახალი სეზონი დაიწყო. პირველ მატჩში „ჰადერსფილდმა“ „ბარნლის“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე იენ მაატსენმა გაიტანა.

„ბარნლის“ დამრიგებელ ვენსან კომპანისთვის, ეს ინგლისური სამწვრთნელო დებიუტი გახლდათ. მანამდე ის სამ წელიწადს მშობლიურ „ანდერლეხტს“ თავკაცობდა. 2008-19 წლებში კი „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა.

ჩემპიონშიფის პირველი ტურის დანარჩენი მატჩები დღეს, 30 ივლისს გაიმართება. შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ „ბრისტოლს“ უმასპინძლებს. თამაში თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101155