ფეხბურთი

22:25 | 29.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე გაფრინდაშვილის სადებიუტო გოლი და გაძევება პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მესამე ტურში თორნიკე გაფრინდაშვილისა და გურამ გიორბელიძის „ზაგლებიემ“ სტუმრად „პიასტი“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი გაფრინდაშვილის ანგარიშზეა.

ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და გაფრინდაშვილმა მეტოქის 61-ე წუთზე დალაშქრა. აღსანიშნავია, რომ თავიდან მსაჯმა გოლი გააუქმა, მაგრამ VAR-ს ჩარევის შედეგად, გოლი ჩაითვალა. ამრიგად, პოლონურ კარიერაში თორნიკემ სადებიუტო გოლი გაიტანა, თანაც მისი გუნდისთვის სეზონში პირველი 3 ქულის მომტანი.

თუმცა, გოლიდან 3 წუთში გაფრინდაშვილი გააძევეს. მან მოედნის ცენტრში ბურთისთვის ბრძოლაში იუხეშა და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. გიორბელიძე მოედანზე 92-ე წუთამდე იყო.

„ზაგლებიეს“ 3 ტურში 4 ქულა აქვს და ამ დროისთვის მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 აგვისტოს, მოქმედ ჩემპიონ „ლეხს“ უმასპინძლებს. ამ შეხვედრას გაფრინდაშვილი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118769