ფეხბურთი

21:44 | 23.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთას „ჰალ სიტიმ“ „კემბრიჯს“ მოუგო

შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ ბოლოსწინა ამხანაგურ მატჩში ინგლისის ლიგა 1-ის წარმომადგენელ „კემბრიჯ იუნაიტედს“ 1:2 მოუგო, თუმცა თავიდან აგებდა. მე-5 წუთზე ანგარიში კემბრიჯელმა სემ სმიტმა გახსნა, თუმცა „ვეფხვებმა“ თამაში ნელ-ნელა სათავისოდ მოატრიალეს და ორი საპასუხო ბურთიც გაუტანეს, ერთი რენდელ უილამსმა (43-ე წთ), მეორე ტაილერ სმიტმა (62).

შოთა გარკვეულ ექსპერიმენტებს ატარებს და ამჯერად სასტარტოში კლუბის აკადემიის სამი აღზრდილი დააყენა: ენდი სმიტი, ჯევონ მილსი და ჯეიკ ლიკი.

0.116825