ფეხბურთი

19:27 | 23.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

5 გაშვებული გოლი და უხეში შეცდომა: მამარდაშვილის "ვალენსია" "შტუტგარტთან" დამარცხდა

„ვალენსიამ“ პრესეზონზე მესამე ამხანაგური მატჩი გამართა და პირველი მარცხი განიცადა. ჯენარო გატუზოს გუნდი სტუმრად „შტუტგარტს“ გაეჯიბრა და 2:5 წააგო.

გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ქართველ მეკარეს ნამდვილად არ ჰქონდა კარგი თამაში. გარდა იმისა, რომ 5 გოლი გაუშვა, ერთი ცალსახად მისი შეცდომა იყო. პირველი ტაიმის მიწურულს 21 წლის ქართველმა ბურთი ტიაგო ტომასს ჩააბარა, რომელმაც შორი მანძილიდან ბურთი თავზე გადაუგდო.

5 გაშვებული გოლიდან 3 მამარდაშვილის სინდისზე ნამდვილად არ ყოფილა, „ლოს ჩეს“ დაცვამ ითამაშა კატასტროფულად. მესამე გოლის მომენტში ალბათ უკეთ თამაში შეეძლო, ხოლო მეორე გოლისას უბრალოდ არაზუსტი პასი გააკეთა, რაც ძვირად დაუჯდა.

მამარდაშვილმა მანამდე „დორტმუნდთან“ ითამაშა და მაშინ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. „ვალენსია“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 30 ივლისს, სტუმრად „ნოტინგემ ფორესტთან“ ჩაატარებს.

0.11485