ფეხბურთი

1:08 | 23.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასმა სერია B-ს კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა

ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი სავარაუდოდ კარიერას იტალიის სერია B-ს ბინადარ „კომოში“ გააგრძელებს.

იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ესპანელი ფეხბურთელი ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფაბრეგასმა „მონაკო“ დატოვა და თავისუფალი აგენტია. ესპანელი კარიერის განმავლობაში ლონდონის „არსენალში“, „ბარსელონასა“ და „ჩელსიში“ თამაშობდა, ესპანეთის ნაკრებში კი 110 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12002