ფეხბურთი

19:27 | 22.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

„ნაპოლი“ ჯოვანი სიმეონესა და კიმ მინ-ჯაეს დაიმატებს. ორივე ფეხბურთელის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და ორივეს სამედიცინო შემოწმებაზე შაბათ-კვირას ელოდებიან.

ჯოვანი სიმეონეს „ნაპოლი“ იჯარით დაიმატებს და მისი გამოსყიდვის ვალდებულება 16 მილიონ ევროდ ექნება, ხოლო კიმის სანაცვლოდ იტალიელები „ფენერბაჰჩეს“ 20 მილიონ ევროს გადაუხდიან. აღსანიშნავია, რომ სამხრეთკორეელი მცველი თურქულ კლუბს უკვე დაემშვიდობა და ის ნეაპოლელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სიმეონემ გასული სეზონი „ვერონაში“ გაატარა და 17 გოლი გაიტანა, მანამდე კი „კალიარის“, „ჯენოას“, „ფიორენტინას“, „ბანფილდისა“ და „რივერ პლეიტის“ რიგებში ირჯებოდა. რაც შეეხება 25 წლის კიმ მინ-ჯაეს, „ფენერბაჰჩემდე“ „ბეიჯინგისა“ და „ჩონბუკის“ ღირსებას იცავდა. აზიელმა ნეაპოლში კალიდუ კულიბალი უნდა შეუცვალოს.

ამ დროისთვის „ნაპოლის“ სამი ახალწვეული ჰყავს - ხვიჩა კვარაცხელია, მატიას ოლივერა და ლეო ოსტიგარი. ლუჩანო სპალეტის გუნდი სეზონისთვის მზადებას შაბათს განაახლებს და 27 ივლისს, ამხანაგურ მატჩს თურქულ „ადანა დემირსპორთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111869