ფეხბურთი

17:10 | 22.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესმა ურუგვაიში დაბრუნება გადაწყვიტა

ლუის სუარესი, რომელიც თავისუფალი აგენტია შესაძლოა „ნასიონალში“ დაბრუნდეს. 35 წლის ურუგვაელი ფეხბურთელის სამშობლოში დაბრუნება უკვე ძალიან რეალურია.

„ნასიონალის“ პრეზიდენტმა ხოსე ფუენტესმა გულშემატკივრებს სთხოვა, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა ლუისი დაერწმუნებინათ დაბრუნებაში და ფანებმაც პრეზიდენტის თხოვნა გაითვალისწინეს.

„სერიტოსთან“ 5:0 მოგებულ მატჩში ტრიბუნებზე მყოფი 15 ათასი გულშემატკივარი მეცხრე წუთზე ფეხზე წამოდგა და სახეზე სუარესის ნიღბები გაიკეთეს. როგორც ურუგვაული პრესა წერს, სუარესმა არჩევანი გააკეთა და მონტევიდეოს კლუბში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ლუის სუარესი სწორედ „ნასიონალში“ გაიზარდა და მთავარ გუნდში 35 მატჩში 12 გოლი გაიტანა. შემდეგ მან ევროპაში გადაინაცვლა, სადაც „გრონინგენის“, „აიაქსის“, „ლივერპულის“, „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ რიგებში ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114706