ფეხბურთი

0:53 | 22.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის გოლი კონფერენს ლიგაზე (+VIDEO)

უნგრული „ფეჰერვარის“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში გოლი გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანული „გაბალა“ შინ 4:1 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ 0:1 მარცხდებოდა.

ზივზივაძე თამაშში 64-ე წუთზე მაშინ ჩაერთო, როცა ანგარიში თანაბარი იყო (1:1). მან 90-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ბუდუმ ერთი მცველი მოატყუა, შემდეგ ორ მცველს შორის გაძვრა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, რომელსაც აჯობა და გაიტანა.

საპასუხო მატჩი ერთ კვირაში გაბალაში გაიმართება, მაგრამ უნგრელები მომდევნო ეტაპთან ძალიან ახლოს არიან. ზივზივაძეს სხვა კლუბებიც ეპატიჟებიან, მაგრამ ჯერჯერობით ქართველი უნგრულ კლუბში რჩება.

0.122164