თამაშგარე

11:04 | 20.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ღირსება ექიმთა ხელშია

ბრიტანეთში ხმა გავარდა, ოდნავ სიბერეშეპარული კრიშტიანუ რონალდუ თავის ღირსებაზე, ტანის დაბოლოებაზე, სიმხნევეზე, ტაშაღლარზე, მეობაზე, კუტუნიებზე, ჩიტუნიაზე და მოკლედ რომ ვთქვათ, სასქესო ორგანოზე ბოტოქსებს იკეთებს, რადგან ფიქრობს, რომ იმ ფრიად დაფასებული ალაგის სიპუტკუნეს ქალები განსაკუთრებულად ელაციცებიან და ამ ოყლაყსაც მეტი რა უნდა? ფული არ აქვს თუ ექიმების ეშინია?

თურმე ნუ იტყვით და როდესაც პლასტიკური ქირურგიის "დოხტურთან" თავისი სიამაყის გასაფართოებლად მიდის, ექიმის სარეცელზე შვინდა მოზვერივით იშხლართება, თვალებს მაღლა აღაპყრობს და ერთი სული აქვს დაბლა როდის ჩაიხედავს თავის სხეულზე ნიშანდებული დიდებული სიახლის სამზირველად.

ჰოდა, ასეთი კაცი ცხოვრებაში რაღამ უნდა გააკვირვოს? მტერს და ავს ვინც ამის მკლავებს ქვემოდან საწყალი თვალებით ამოიხედავს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127684