ფეხბურთი

0:54 | 20.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვაისი: "დინამო ბათუმთან" ჩემი ფეხბურთელები ისე დაიღლნენ, რომ ამის გაკეთება მომიწია"

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის „სლოვანი“ უნგრულ „ფერენცვაროშს“ შეხვდება და მატჩის წინ ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

როგორც სლოვაკმა აღნიშნა, „დინამო ბათუმთან“ მატჩში მისი ფეხბურთელები ძალიან დაიღალნენ, რის გამოც სლოვაკეთის ჩემპიონატის პირველ ტურში როტაციის გაკეთება მოუწია.

„ვიცით, რომ თამაშის გარკვეულ მომენტებში ზეწოლის ქვეშ ვიქნებით და მზად უნდა ვიყოთ. მეტოქე ძლიერია შეტევასა და ნახევარდაცვაში, ამიტომ, დაცვაში ყურადღებით უნდა ვითამაშოთ და ფრთხილად ვიყოთ, თუ კარგი შედეგის მიღწევა გვინდა. შაბათის მატჩის შედეგს ჩემს თავზე ვიღებ, მაგრამ 11 ფეხბურთელის შეცვლა ადვილი არაა. თუმცა, „დინამო ბათუმთან“ მატჩის შემდეგ ჩვენი მოთამაშეები ისე დაიღალნენ, რომ ამ ცვლილებების გაკეთება მომიწია. მწვრთნელი შედეგებზე ყოველთვის პასუხისმგებელია“, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ „სლოვანმა“ გასულ უიქ-ენდზე სლოვაკეთის ჩემპიონატის პირველ ტურში „პოდბრეჟოვასთან“ მარცხი განიცადა, მაგრამ სლოვაკმა სპეციალისტმა გუნდი პრაქტიკულად მეორე შემადგენლობით ათამაშა. „ფერენცვაროშისა“ და „სლოვანის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110681