ფეხბურთი

20:56 | 17.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას ლამაზი გოლი პერუჯას კარში (+VIDEO)

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ზაფხულის წინასასეზონო შეკრებაზე მეორე შეხვედრას "პერუჯას" წინააღმდეგ გამართა და 4:1 დაამარცხა. ქართველი ტალანტი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის მე-4 წუთზე ლმაზი გოლიც გაიტანა.

ხვიჩასთვის ეს ნეაპოლიტანური გუნდის შემადგენლობაში მეორე მატჩში მესამე გოლია. მას, ასევე, ერთი საგოლე პასიც აქვს.

ხვიჩა პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. იტალიურ გუნდში "კვარას" სტატისტიკა ასეთია: ორი მატჩში 90 წუთი, 3 გოლი და 1 საგოლე პასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125401