ფეხბურთი

1:02 | 17.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდიამ სეზონი "ლეგიასთან" საგოლე პასით გახსნა (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას ახალი სეზონი ლუკა ზარანდიამ საგოლე პასით გახსნა. კიელცეს „კორონამ“, რომლის რიგებშიც ქართველი თამაშობს და რომელიც უმაღლეს დივიზიონში წელს დაბრუნდა, ვარშავის „ლეგიასთან“ ქულა მოიპოვა.

დედაქალაქელები 73-ე წუთზე დაწინაურდნენ, ერთ წუთში მოედანზე ზარანდია გამოჩნდა, რომელმაც 82-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან პასი იაკუბ ლუკოვსკის გაუკეთა და მანაც მეტოქის კარი დალაშქრა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (1:1).

„კორონა“ მეორე ტურში 23 ივლისს, სტუმრად ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115243