ძიუდო

20:33 | 16.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილმა ზაგრების გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ზაგრების გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამიზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და მედალი მხოლოდ ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა, რომელიც ბრინჯაოს დაეუფლა.

81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა მოლდოველ ნიცონ ზაბოროსჩიუსთან და თურქმენ დაიანჩ ომიროვთან იმარჯვა, მაგრამ მეოთხედფინალში ფრანგ უმარ ალფა ჯალოსთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც აზერბაიჯანელ ზელიმ ტჩკაევს გაეჯიბრა, რომელიც დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა, სადაც ბრაზილიელი გილერმე შმიდტი დამატებით დროში 3 გაფრთხილებით დაამარცხა და კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა.

73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთო და გერმანელი ანტონი ცინგი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ბრაზილიელ პედრო მედეიროშთან თავად დამარცხდა რეპეშაჟშიც ვერ გადავიდა. ამავე წონაში გიორგი ტერაშვილმა პირველი შეხვედრა წააგო მონღოლ ანხჟაია ლავიარგალთან და შესაბამისად, უმედლოდ დარჩა.

შეგახსენებთ, გუშინ ვერცხლის მედალს ეთერ ლიპარტელიანი, ხოლო ბრინჯაოს გიორგი სარდალაშვილი დაეუფლა და შესაბამისად, საქართველოს მონაგარი ჯერჯერობით მთლიანობაში 3 მედალია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122398