რაგბი

20:22 | 15.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

იოსებ ტყემალაძე - „ვულოცავ ‘ბათუმს’ დიდ აღიარებას“

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, საქართველოს ჩემპიონ ‘ბათუმს’ და მთელს ქვეყანას გუნდის რაგბი ევროპის სუპერ თასზე მიწვევა მიულოცა:

„ვულოცავ ‘ბათუმს’ დიდ აღიარებას, – რაგბი ევროპის სუპერთასის ჩემპიონატზე მიწვევას, – ეს დიდი სიხარულია მთელი ქართული სარაგბო ოჯახისთვის, გულშემატკივრის, მედიის, მთავრობისა და რაგბის მეცენატის, ბიძინა ივანიშვილისთვის. მსხვილი სპორტული ტურნირების მასპინძლობით ბათუმი სპორტის დედაქალაქის სტატუსს იძენს, რაც მის სარეკრიაციო, ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო მძლავრად წარმოაჩენს, – ამის დასტურია ისიც, რომ როგორც არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან მაცნობეს, აპირებენ მსოფლიო ჩემპიონატის წინ საწვრთნელი შეკრება ბათუმში გაიარონ. აჭარას, მთლიანად საქართველოს, ყველას, ვისაც ქვეყნის წარმატება უხარია ვულოცავ რაგბიში მიღწევებს, – ერთად დავდოთ ლელო ყველა ასპარეზზე“.

RUGBY.GE

0.115383