სხვა

10:28 | 15.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

სიფან ჰასანი იუჯინში ორ დისტანციაზე იასპარეზებს

საშუალო მანძილებზე სირბილში ოლიმპიური ჩემპიონი, ჰოლანდიელი სიფან ჰასანი, მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც პარასკევიდან ამერიკული ქალაქი იუჯინი უმასპინძლებს, 5 000 და 10 000 მეტრზე იასპარეზებს. ამ ორივე დისტანციაზე მან ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვა და ახლა იგივეს გამეორებას მსოფლიოზეც აპირებს.

ჰასანმა ტოკიოშივე 1 500 მეტრზეც იასპარეზა, მაგრამ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. იუჯინში ის მესამე დისტანციაზე აღარ გამოვა, რადგან თვლის, რომ სამივეზე გამარჯვება ფიზიკურად შეუძლებელია. მითუმეტეს, მას რამდენიმე თვე არც კი უვარჯიშია. მისი ფავორიტი დისტანცია 5 000 მეტრია და დიდხანს ფიქრობდა, მეორე რომელი დისტანცია ყოფილიყო. ბოლოს 10 000 მეტრი არჩია.

პირველად ის 10 000 მეტრზე გამოვა. შეჯიბრი შაბათს არის დანიშნული. 5 000 მეტრის ჰიტებში ოთხშაბათს იასპარეზებს, ფინალი კი ისევ შაბათს ექნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110605