ფეხბურთი

21:00 | 14.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო მატჩი "ნაპოლიში" დუბლით და საგოლე პასით! (+VIDEO)

ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიში" არაოფიციალური სადებიუტო თამაში ჩაატარა და საწყის 45 წუთში 2 გოლით და საგოლე პასით გამოირჩა!

"ანაუნესთან" სპარინგში ხვიჩამ მეხუთე წუთზე ორი მეტოქე მოატყუა და მისი პასი ამირ რაჰმანიმ სეზონის პირველი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ უკვე ხვიჩამ თავად დალაშქრა მეტოქის კარი, თანაც ორჯერ. ჯერ მან 26-ე წუთზე ერთი შეხებით შორეულ კუთხეში დაბალი დარტყმით გაიტანა, მერე კი, 39-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა იხეირა, როცა ვიზავის ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო.

"ნაპოლიმ" ტაიმი 4:0 მოიგო და სამი გოლი ქართველის დამსახურებაა. გარდა ამისა, ხვიჩამ ერთხელ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო რამდენჯერ ეფექტურად ითამაშა. ხვიჩა მეორე ტაიმში მოედანზე არ გამოსულა, ეს გასაკვირი არაა, სეზონის პირველი ტესტ-მატჩი იყო და სპალეტიმ შესვენებაზე 8 ფეხბურთელი შეცვალა. აქვე გეტყვით, რომ შეხვედრა "ნაპოლიმ" 10:0 მოიგო.

"ნაპოლი" მომდევნო ამხანაგურ მატჩს 17 ივლისს, "პერუჯასთან" გამართავს, მანამდე კი, 15 ივლისს, ქართველ ფეხბურთელს მედიის წინაშე წარადგენენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119755