ფეხბურთი

20:28 | 13.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რაჰიმ სტერლინგი "ჩელსის" ფეხბურთელია

ლონდონის „ჩელსიმ“ რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ინგლისელმა ფეხბურთელმა „არისტოკრატებთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამიერიდან, „ჩელსის“ ღირსებას დაიცავს.

შეგახსენებეთ, რომ რაჰიმ სტერლინგი „მანჩესტერ სიტიში“ 2015 წლიდან თამაშობდა და 339 შეხვედრაში 131 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ინგლისელმა კარიერა „ლივერპულში“ დაიწყო, რომლის მაისურით 129 თამაშში 23 გოლის გატანა შეძლო.

აღსანიშნავია, რომ "ჩელსიმ" უკვე შეათანხმა კალიდუ კულიბალის ტრანსფერიც, რომელიც დღეს ლონდონში ჩავა, ხვალ კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110972