სხვა

12:47 | 13.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მეორე მარცხი ნაგოია ბაშოზე (+VIDEO)

ნაგოიაში მიმდინარე ივლისის ბაშოზე ლევან გორგაძემ მეორე მარცხი განიცადა. ქართველი სუმოისტი მე-6 მაეგაშირა ტობიძარუს შეხვდა და მისი დამარცხება ვერ შეძლო.

ტოჩინოშინი მეტოქესთან უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა, მაგრამ წონასწორობა დაკარგა და დოჰიოზე დაეცა. ამრიგად, ტობიძარუს წინააღმდეგ გორგაძემ მეოთხედ წააგო.

ნაგოია ბაშოზე ტოჩინოშინის ბალანსი ოთხი საშეჯიბრო დღის შემდეგ თანაბარია - 2 მოგება და 2 წაგება. ქართველი ხვალ მერვე მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116676