სხვა

12:13 | 12.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მეორე გამარჯვება ნაგოია ბაშოზე (+VIDEO)

იაპონიაში გრძელდება ნაგოია ბაშო, რომლის მესამე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი სუმოისტი, რომელიც აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, შიმანოუმის შეხვდა და ჰატაკიკომით მისი დამარცხება სწრაფადვე მოახერხა.

ლევან გორგაძეს სამი შეხვედრის შემდეგ დადებითი ბალანსი აქვს - 2 მოგება და 1 წაგება.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ტობიძარუ იქნება. მას ქართველი აქამდე ოთხჯერ შეხვდა და ერთხელ დაამარცხა, სამჯერ კი თავად განიცადა მარცხი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113456