ფეხბურთი

23:17 | 11.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" არტურო ვიდალს კონტრაქტი გაუწყვიტა

მილანის „ინტერმა“ არტურო ვიდალს კონტრაქტი გაუწყვიტა. შესაბამისად, ჩილელი ფეხბურთელი სხვა კლუბში გადავა.

„ნერაძურიმ“ ვიდალს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა. როგორც ცნობილია, არტურო ევროპასაც დატოვებს და კარიერას „ფლამენგოში“ გააგრძელებს, რომელთანაც შეთანხმებულია.

35 წლის ვიდალმა მილანური გუნდის მაისურით 71 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მას კარიერის განმავლობაში „კოლო-კოლოში“, „ლევერკუზენში“, „იუვენტუსში“, „ბაიერნსა“ და „ბარსელონაში“ უთამაშია. ჩილეს ნაკრებში კი ვიდალის აქტივში 133 მატჩი და 32 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110666