ჩოგბურთი

0:22 | 11.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

კრეიჩიკოვამ და სინიაკოვამ უიმბლდონის ქალთა წყვილების ტიტული მოიპოვეს

უიმბლდონის ქალთა წყვილების ჩემპიონის ტიტულს ჩეხების, ბარბორა კრეიჩიკოვას და კატერინა სინიაკოვას წყვილი დაეუფლა. ფინალში მათ ბელგიელი ელის მერტენსის და ჩინელი ჟან შუაის წყვილი, 6-2 6-4 დაამარცხეს. ეს ბალახის დიდი სლემის ტურნირზე, მათი მეორე ტრიუმფია.

ტურნირზე, რომელიც ერთად პირველად 2018 წელს მოიგეს, ისინი მეორე ნომრად იყვნენ განთესილნი. მეთვე ამ სეზონში ავსტრალიის ღია პირველობაც მოიგეს. სულ კი დიდი სლემის ტურნირებზე ხუთი ტიტული აქვთ მოპოვებული.

ფინალმდე მათ მხოლოდ ერთი სეტი დათმეს და მთავარი შეხვედრა 67 წუთში დაასრულეს. არადა, მერტენსი წყვილების ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა და ზედიზედ მეორე ტიტულისთვის იბრძოდა.

ჩეხებმა მესამე გეიმშივე მიაღწიეს ბრეიკს და 3-0 დაწინაურდნენ. ეს სეტი მათ მალევე მოიგეს. მეორეში კი მეტოქემ წინააღმდეგობა მეშვიდე გეიმამდე გასწია. მაგრამ 3-3-ზე მერტენსმა და შუაიმ შეძლეს მეტოქის მოწოდების აღება და თამაშის შემობრუნბის შანსიც გაუჩნდათ.

მაგრამ ამის შემდეგ, კრეიჩიკოვამ და სინიაკოვამ ზედზედ სამი გეიმი მოიგეს და შეხვედრაც ამით დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111173