ფეხბურთი

16:11 | 9.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინამ" იტალიელი მეკარე დაიმატა

ფლორენციის „ფიორენტინამ“ იტალიელი მეკარე პიერლუიჯი გოლინი დაიმატა. 27 წლის კარის დარაჯი „იებს“ იჯარით ბერგამოს „ატალანტადან“ შეუერთდა.

„ფიორენტინას“ მომდევნო ზაფხულს გოლინის გამოსყიდვის უფლება ექნება. იტალიელმა გასული სეზონი იჯარით „ტოტენჰემში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში 10 მატჩი ჩაატარა. მანამდე ის „ვერონას“, „ასტონ ვილასა“ და „ატალანტას“ კარს იცავდა.

აღსანიშნავია, რომ პიერლუიჯი გოლინი 2010-2012 წლებში „ფიორენტინას“ აკადემიაში ირიცხებოდა. მას იტალიის ნაკრებში ერთხელ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110789