ფეხბურთი

1:45 | 9.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა იოვიჩი "რეალიდან" "ფიორენტინაში" გადავიდა

ფლორენციის „ფიორენტინამ“ ლუკა იოვიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ამრიგად, სერბი ფორვარდი სერია A-ში ითამაშებს.

იოვიჩი „ფიორენტინამ“ მადრიდის „რეალიდან“ იჯარით გადაიბირა და მომდევნო სეზონს ლუკა „არტემიო ფრანკიზე“ გაატარებს. აქვე ვთქვათ, რომ "იებმა" დღეს "ტოტენჰემიდან" იტალიელი მეკარე პიერლუიჯი გოლინი გაიფორმეს.

24 წლის იოვიჩი „რეალს“ 2019 წელს ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ დიდი მოლოდინით შეუერთდა, მაგრამ იმედი ვერ გაამართლა და 51 მატჩში მხოლოდ 3 გოლის გატანა შეძლო. ის 2020-2021 წლების სეზონში გერმანულ „აინტრახტში“ იჯარით დაბრუნდა და 18 თამაშში 4 გოლი გაიტანა.

ესპანური და გერმანული გუნდების გარდა, იოვიჩს „ცრვენა ზვეზდასა“ და „ბენფიკაში“ აქვს ნათამაშები, ხოლო სერბეთის ნაკრებში 2018 წლიდან დღემდე 26 თამაშში 9 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112713