ჩოგბურთი

4:08 | 5.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰალეპმა ბადოსა დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა

უიმბლდონის ყოფილმა ჩემპიონმა, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა, მეოთხე წრეში ესპანელი პაულა ბადოსა 6-1, 6-2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მე-16 ნომრად განთესილი ჰალეპისთვის ეს ცენტრალურ კორტზე პირველი გამოსვლა იყო მას შემდეგ, რაც 2019 წელს ფინალში სერენა უილიამსი დაამარცხა.

ჰალეპმა თამაშისას 17 ქულა მოიპოვა, საკუთარი შეცდომები მინიმუმზე დაიყვანა და ორ სეტში ხუთ ბრეიკს მიაღწია. საბოლოოდ, მე-4 ნომრად განთესილ მეტოქეს ერთ საათში დააყრევინა ფარ-ხმალი.

„ეს ის ადგილია, სადაც დღეს თამაში ძალიან მინდოდა. ვფიქრობ, შესანიშნავად ვითამაშე. მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძნელია. კორტზე გასვლამდე ყოველთვის ვნერვიულობ, მაგრამ ცენტრალურ კორტზე თამაშით დიდი სიემოვნება მივიღე და ამან ყველაფერი გადაფარა. აქ შესანიშნავი აუდიტორიაა, რომელიც ყოველთვის მქომაგობს“, - განაცხადა ჰალეპმა, ვისაც მომდევნო მეტოქედ, ამერიკელი ამანდა ანისიმოვა ჰყავს.

ჰალეპი უიმბლდონის ჩემპიონებს შორის ბოლოა, ვინც ტურნირზე გამოსვლას აგრძელებს. საინტერესოა, რომ იმ ჩოგბურთელთაგან, რომელთა განთესვის ნომერიც 15-მდეა, ტურნირს მხოლოდ ტუნისელი ონს ჟაბური შემორჩა.

ჰალეპს უიმბლდონის მიმდინარე ჩემპიონატზე ერთი სეტიც არ აქვს წაგებული. ბადოსასთან შეხვედრისას კი მხოლოდ ერთხელ მოუწია ბრეიკ პოინტის მოგერიებამ. ის ამბობს, რომ ყოველ მომდევნო შეხვედრას, წინაზე უკეთ ატარებს.

რუმინელ ჩოგბურთელს უიმბლდონის ტიტულის დაცვის საშუალება არ მისცემია, რადგან ტრავმა მიიღო, 2020 წელს კი ტურნირი კორონავირუსის გამო არ ჩატარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103612