კალათბურთი

13:30 | 4.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ესპანეთთან გოგა ბითაძის გარეშე ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის შესარჩევი ციკლის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს უმასპინძლებს.

ილიას ზუროსის გუნდს დღევანდელ შეხვედრაში გოგა ბითაძე ვერ დაეხმარება, რომელმაც უკრაინასთან მატჩისწინა გახურებისას მუხლი იტკინა და სათამაშოდ მზად არაა. გოგა განაცხადში ვერ მოხვდა.

საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

ბექა ბექაური, გივი ბაქრაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი შერმადინი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 19:00 საათზე, ახალ დარბაზში გაიმართება, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის აშენდა და პირველ შეხვედრას უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126613