ჩოგბურთი

17:31 | 2.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი უიმბლდონის წყვილთა თანრიგის მერვედფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონს ერთეულთა თანრიგში გუშინ გამოეთიშა, მაგრამ წყვილებში წარმატებით ასპარეზობს და მერვედფინალში გავიდა.

ქართველი მოლდოველ რადუ ალბოტთან არის შეწყვილებული და მათ ორი შეხვედრა მოიგეს. მეორე წრეში ბასილაშვილმა და ალბოტმა დიეგო იდალგოსა და კრისტიან როდრიგესის ეკვადორულ-კოლუმბიური წყვილი უმძიმეს, ხუთ სეტიან ბრძოლაში დაამარცხეს.

პირველი სეტი ბასილაშვილმა და მისმა მეწყვილემ 6:4 მოიგეს, ხოლო მეორე და მესამე სეტში მეტოქეების უპირატესობა აშკარა იყო 2:6, 3:6. მიუხედავად ამისა, ნიკოლოზმა და რადუმ მობილიზება მოახერხეს. მეოთხე სეტში 7:6 და ბოლო გადამწყვეტ სეტში - 7:5. შეხვედრა 3 საათსა და 13 წუთს გაგრძელდა.

ამრიგად, ნიკოლოზ ბასილაშვილი და რადუ ალბოტი მერვედფინალში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქე 3 ივლისს, ხუან-სებასტიან კაბალისა და რობერტ ფარას დუეტი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101974