ფეხბურთი

0:21 | 1.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ იტალიელ თავდამსხმელს დაიმატებს

იტალიის ნაკრებისა და „სასუოლოს“ თავდამსხმელი ჯანლუკა სკამაკა „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

იტალიური მედიის ცნობით, 23 წლის ფორვარდი პარიზულ კლუბთან პირად კონტრაქტზე შეთანხმდა და ახლა კლუბებს შორის შეთანხმებაა საჭირო, რასთანაც მხარეები ახლოს არიან.

პსჟ სკამაკას სანაცვლოდ „სასუოლოს“ 40 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელები თავიდან 50 მილიონს ითხოვდნენ, სავარაუდოდ, ბოლო შეთავაზებას დათანხმდებიან.

ჯანლუკა სკამაკამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში მის ანგარიშზე 7 თამაშია, მაგრამ გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112933