ფეხბურთი

16:40 | 30.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოლისო "ლიონში" ბრუნდება

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი კორენტინ ტოლისო „ლიონში“ ბრუნდება. ფრანგული მედიის ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია.

ტოლისო „ლიონში“ სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს. ის „ოლიმპიკს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ტოლისო „ლიონის“ აღზრდილია და 2013-2017 წლებში 160 მატჩში 29 გოლი გაიტანა. 2017-2022 წლებში ფრანგი „ბაიერნის“ ღირსებას იცავდა და 118 თამაშში თავი 21 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110099