ჩოგბურთი

20:57 | 29.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მესამე წრეში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მესამე წრეში, 1/16 ფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა 1/32 ფინალში ფრანგი ქუენტინ ალისი 2 საათსა და 27 წუთში, 4-სეტიან შეხვედრაში დაამარცხა.

პირველი სეტი ძალიან დაძაბული იყო, რომლის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა და ბასილაშვილმა 9:7 მოიგო და დაწინაურდა. მეორე სეტში ბრძოლა არ ყოფილა და ფრანგმა ქართველს 6:0 აჯობა. თუმცა, ნიკოლოზმა უპირატესობა მესამე სეტიდან ისევ ხელთ იგდო და 7:5 იმარჯვა, ხოლო მეოთხე სეტში ტაიბრეიკზე 7:5 მოიგო და შეხვედრაში გამარჯვებაც იზეიმა - 7:6, 0:6, 7:5, 7:6.

ბასილაშვილმა 3 ეისი შეასრულა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ფრანგს 24 ეისი და მხოლოდ 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, მაგრამ საბოლოო გამარჯვება, როგორც ვთქვით, ნიკოლოზმა მოიპოვა.

ამრიგად, ყველაზე პრესტიჟულ დიდ სლემზე ბასილაშვილმა პირადი საუკეთესო შედეგი გაიმეორა და მესამე წრეში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ნიდერლანდელი ტიმ ვან რეიტჰოვენი იქნება. აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილმა პირველ წრეში ჩეხი ლუკაშ როსოლი 3:2 დაამარცხა.

დღესვე წყვილთა თანრიგში ჩაერთო ეკატერინე გორგოძე, რომელიც ირინა ბარასთან ერთად დანიელ როუზისა და დესირ კრავჩკის წყვილს დაუპირისპირდა, მაგრამ ქართველისა და რუმინელის დუეტი ორ სეტში 3:6, 2:6 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. შეგახსენებთ, რომ გორგოძე უიმბლდონზე ერთეულებშიც თამაშობდა, მაგრამ პირველივე წრეში წააგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - ქუენტინ ალისი 3:1 (7:6, 0:6, 7:5, 7:6)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117594