ფეხბურთი

16:05 | 28.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" იტალიელი თავდამსხმელის შეძენა სურს

მადრიდის „ატლეტიკოს“ იტალიის ნაკრებისა და „სასუოლოს“ თავდამსხმელის, ჯანლუკა სკამაკას შეძენა სურს. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება.

23 წლის ფეხბურთელს „სასუოლო“ 45 მილიონ ევროდ აფასებს. ის იტალიაში თავის პოზიციაზე ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად მიიჩნევა და გასულ სეზონში 38 შეხვედრაში 16 გოლის გატანა მოახერხა.

„ატლეტიკოს“ გარდა, სკამაკას მილანურ გრანდებს, „ინტერსა“ და „მილანს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109194