ჩოგბურთი

2:46 | 28.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი კორეელ კვონთან გამარჯვებით გახურდა

კორეელ კვონ სოონ-ვოოს რეიტინგში 81-ე ადგილი უკავია და თუნდაც დიდი ხნის უთამაშებელი ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის, უიმბლდონის პირველ წრეში, ადვილი ლუკმა უნდა გამხდარიყო. ასეც მოხდა, თუმცა კორეელმა ცენტრალური კორტის მაყურებელი იმით მაინც გაახალისა, რომ ტურნირის მოქმედ ჩემპიონს ერთი სეტი დაათმობინა.

სერბმა 6-4, 3-6, 6-3, 6-4 მოიგო და უიმბლდონის ზედიზედ მეოთხე (სულ კი მეშვიდე) ტიტულის მოსაპოვებლად, პირველი ნაბიჯი გადადგა. კვონმა ამ ერთი სეტის მოგების გარდა, კარგი თამაშიტაც გამოიჩინა თავი. ის კარგად ასრულებდა ფორჰენდებსაც (წაღმა დარტყმა) და ბადსთან გასვლებითაც პრობლემებს უქმნიდა ტიტულოვან მეტოქეს.

ჯოკოვიჩს ამ სეზონში ბალახზე აქამდე არ უთამაშია. და მოგვიანებით აღიარა, რომ ამან მისი თამაშის ხარისხზე იმოქმედა. თან მეტოქეც, ვინც მასზე 11 წლით უმცროსია, საკმაოდ კერკეტი გამოადგა. ყველაზე მეტად, კარგი მოწოდება და დიდი გამოცდლება გამოადგა.

24 წლის კორეელმა მეორე სეტის მეოთხე გეიმში მიაღწია ბრეიკს და ეს უპირატესობა სეტის ბოლომდე შეინარჩუნა. ამან სერბი გამოაცოცხლა და მან თავისი თამაშის ერთ-ერთი მთავარი კოზირი - სტაბილურობა აამოქმედა, რამაც წარმატება მოუტანა. მან შეხვედრას წერტილი ეისით, პირველივე მატჩ პოინტის მოგებით დაუსვა.

ჯიკოვიჩისთვის ეს უიმბლდონზე მოპოვებული მე-80 გამარჯვებაა. ის პირველი ჩოგბურთელია, ვინც დიდი სლემის ტურნირზე (სულერთია, რომელზე) ამდენი თამაში მოიგო. სერბს მეორე წრეში ბერძენ თანასი კოკინაკისსა და პოლონელ კამილ მაიჩრზაკს შორის მოგებული შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11089