ფეხბურთი

21:52 | 27.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

დივოკ ორიგი მილანშია, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს

ბელგიელი თავდამსხმელი დივოკ ორიგი კარიერას „მილანში“ გააგრძელებს. 27 წლის ფეხბურთელი ლომბარდიის დედაქალაქში ჩავიდა, სადაც სამშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ორიგი სამედიცინო ტესტების შემდეგ „როსონერისთან“ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც ძალაში 2026 წლის ზაფხულამდე იქნება, ხოლო მისი ხელფასი სეზონში 4 მილიონ ევროს შეადგენს.

ორიგი ბოლოს „ლივერპულში“ თამაშობდა (175 მატჩი, 41 გოლი), რომელიც დატოვა და „მილანს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება. ბელგიელს „ლივერპულის“ გარდა, ფრანგულ „ლილსა“ და გერმანულ „ვოლფსბურგში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121057