ფეხბურთი

20:30 | 27.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მონცამ" იტალიის ნაკრების მეკარე დაიმატა

იტალიის სერია A-ს დებიუტანტი „მონცა“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს და იტალიის ნაკრების კანდიდატი, ალესიო კრანიო დაიმატა.

28 წლის მეკარე ლომბარდიელებს ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. კრანიო 2014 წლიდან „კალიარის“ მეკარე იყო და ამ პერიოდში სარდინიულ გუნდში 174-ჯერ ითამაშა. მანამდე ის „ბრეშაში“ თამაშობდა, ხოლო იტალიის ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული.

აქვე გეტყვით, რომ ადრიანო გალიანიმ „მონცაში“ კრანიომდე კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი, ანდრეა რანოკია გადაიბირა.

0.129804