სხვა

18:49 | 27.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა და მეოთხედფინალში ვერ გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მისთვის სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გასვლა ვერ შეძლო.

დეიან სტანოიევიჩის გუნდმა ბრაზილიასთან მოგებით (14:10) ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ხორვატიის ნაკრებს გაეჯიბრა და 7:13 დამარცხდა.

პირველი პერიოდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ზოგადად პირველი ტაიმიც, მაგრამ ხორვატია მაინც უკეთ გამოიყურებოდა - 3:2, 4:2. მესამე პერიოდი კი გარდამტეხი გამოდგა, რომელშიც საქართველომ გოლიც ვერ გაიტანა (0:3) და მატჩის ბედი გადაწყდა. საბოლოოდ, საქართველო 7:13 დამარცხდა და მეოთხედფინალს მიღმა დარჩა.

თუმცა, საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს და მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს.

საქართველო - ხორვატია 7:13 (2:3, 2:4, 0:3, 3:3)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061402