ფეხბურთი

16:30 | 25.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველიამ "გაგრა" დატოვა
გუნდიდან მათე ვაწაძეც წავიდა, რომელიც "დინამო ბათუმში" გადავა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სოლომონ კვირკველიამ „გაგრა“ დატოვა. ამის შესახებ ქართული კლუბის ვებგვერდი იტყობინება. მხარეებმა თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს.

კვირკველია „გაგრაში“ უკრაინული „მეტალისტ 1925“-დან წასვლის შემდეგ ჩაირიცხა და უხელფასოდ თამაშობდა. მან ეროვნულ ლიგაში ამ პერიოდში 12 თამაში ჩაატარა. 30 წლის მცველი თავისუფალი აგენტია და ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას, თუმცა, ბოლო დღეებში რუმინული მედია აქტიურად წერდა ბუქარესტის „სტიაუას“ ინტერესის შესახებ.

გარდა ამისა, „გაგრა“ დატოვა მათე ვაწაძემ. ეს ინფორმაციაც ოფიციალურად დადასტურდა და ამ შემთხვევაშიც მხარეებს შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ვაწაძე „გაგრას“ საუკეთესო ბომბარდირი იყო მიმდინარე სეზონში - 19 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

33 წლის ქართველი თავდამსხმელი კარიერას საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, „დინამო ბათუმის“ რიგებში გააგრძელებს.

0.128733