ფეხბურთი

21:42 | 23.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის კალენდარი: "ვალენსია" "ჟირონათი" დაიწყებს, "ელ კლასიკო" ოქტომბერსა და მარტში გაიმართება

ესპანეთის ლა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის კალენდარი ცნობილია. შედეგად, გაირკვა, რომ პირველ ტური გამორჩეული და ცენტრალური მატჩის გარეშე ჩაივლის. „რეალი“ „ალმერიას“ ესტუმრება, ხოლო „ბარსელონა“ „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლებს.

გულშემატკივარს „ელ კლასიკოები“ მე-9 და 26-ე ტურში ელოდებათ. 16 ოქტომბერს, „რეალი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს, ხოლო 19 მარტს, მასპინძლის რანგში კატალონელები იქნებიან.

მადრიდული დერბები „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის 18 სექტემბერს („ვანდა მეტროპოლიტანოზე) და 26 თებერვალს („სანტიაგო ბერნაბეუზე“) გაიმართება.

სევილიური დერბი „სევილიასა“ და „ბეტისს“ შორის 6 ნოემბერსა და 21 მაისს გაიმართება. პირველი მატჩის მასპინძელი „ბეტისი“ იქნება, რაც შეეხება ბარსელონურ დერბის: „ბარსელონა“ „ესპანიოლს“ 31 დეკემბერს დაუხვდება, ხოლო 14 მაისს, სტუმრად დაუპირისპირდება. ბასკურ დერბიზეც ვთქვათ: „სოსიედადი“ „ბილბაოს“ 14 იანვარს „ანოეტაზე“ უმასპინძლებს, ხოლო „სან მამესზე“ გუნდები 16 აპრილს შეხვდებიან. მადრიდის „ატლეტიკო“ – „ბარსელონას“ ჯერ 8 იანვარს შეხვდება, ხოლო 23 აპრილს, გუნდები ბარსელონაში ითამაშებენ.

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ „რეალთან“ მატჩები მე-17 (სტუმრად) და 35-ე ტურებში (შინ) ელოდება, ხოლო „ბარსელონას“ მე-12 ტურში (შინ) და 24-ე ტურში (სტუმრად) შეხვდება.

აქვე გეტყვით, რომ ლა ლიგის ახალი სეზონი 13 აგვისტოს დაიწყება და პირველი ტურის კალენდარი ასეთია:

I ტური (13-14 აგვისტო)

„ბილბაო“ – „მალიორკა“

„ბარსელონა“ – „რაიო ვალეკანო“

„ბეტისი“ – „ელჩე“

„სელტა“ – „ესპანიოლი“

„კადისი“ – „სოსიედადი“

„ოსასუნა“ – „სევილია“

„ალმერია“ – „რეალი“

„ხეტაფე“ – „ატლეტიკო“

„ვალიადოლიდი“ – „ვილიარეალი“

„ვალენსია“ – „ჟირონა“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113285