ფეხბურთი

11:21 | 23.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას ექიმებს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო, 22 ივნისს რვა ექიმს ადგილობრივმა პროკურორებმა მკვლელობის ბრალდება წაუყენეს, რომელიც 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ისინი სასამართლოს წინაშე სავარაუდოდ 2023 წლის ბოლოს წარსდგებიან - გვამცნობს AP News.

236 გვერდიან დოკუმენტში მათ ეჭვქვეშ დააყენეს ექიმების კეთილსინდისიერება და აღნიშნეს, რომ 2020 წელს მარადონას სიკვდილი მათმა გაუფრთხილებლობამ გამოიწვია. საჭირო მომენტში მათ ყოფილი ფეხბურთელი „ბედის ამარა“ მიატოვეს. იცოდნენ, რომ ყველაფერი შეიძლებოდა ლეტალურად დამთავრებულიყო, მაგრამ ამის თავიდან ასაცილებლად არაფერი მოიმოქმედეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116243